American Express საკრედიტო ბარათების ბოლო კომპანიაა, რომელმაც რუსეთში ოპერაციები შეაჩერა

1646635292
American Express გახდა საკრედიტო ბარათების ბოლო კომპანია, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთში ოპერაციების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
კომპანიამ კვირას გავრცელებულ განცხადებაში განაცხადა, რომ რუსეთის საზღვრებს გარეთ დამზადებული American Express-ის ბარათები აღარ იმუშავებს რუსეთში, ხოლო რუსეთში გამოშვებული ბარათები არ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
American Express-მა ასევე გამოაცხადა თავისი საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ბელარუსში.
Mastercard-მა შაბათს განაცხადა, რომ აჩერებს სერვისებს რუსეთში, ხოლო Visa-მ ასევე განაცხადა, რომ აჩერებს ყველა ოპერაციას რუსეთში.