"ელექტრონული წიგნების სახლი "საბა", საზოგადოებას ახალი პროექტის პრეზენტაციას, 6 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარუდგენს",- ამის შესახებ ინფორმაციას "საბა" საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ეს იქნება ტექნოლოგიურად დახვეწილი და ადაპტირებული ხმოვანი წიგნები, რომლებიც აუდიოწიგნების თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. აპლიკაცია Saba Reader– ის მეშვეობით, ხმოვანი წიგნების მოსმენას, მომხმარებელი ინტერნეტის გარეშე, ნებისმიერი მოწყობილობიდან შეძლებს.
პროდუქცია, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ხელმისაწვდომი იქნება. მომხმარებელს წიგნების ჩამოტვირთვა http://saba.com.ge/ - დან შეეძლება.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ხმოვანი წიგნები უსინათლოებისთვის. მათ „საბა“ ასობით წიგნს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ლიტერატურას, საჩუქრად გადასცემს.
მწერლებს , მსახიობებს და ორგანიზაციებს შეეძლებათ, აუდიო მასალა, ახალი პლატფორმის მეშვეობით გადააქციონ ხმოვან წიგნებად, რომ მათი პროდუქცია, ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
„საბას“ პირველ ხმოვან წიგნს, ღონისძიებაზე მიწვეული პოეტები ჩაწერენ.
პროექტი, „ხმოვანი წიგნები“, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს „ მხარდარდაჭერით ხორციელდება.