კვირის ბოლოს დოლარის გაუფაუსურების ფონზე, ნავთობის ფასმა პოზიციების აღდგენა მოახერხხა. კერძოდ ბრეტის ტიპის ნავთობის შემთხვევაში მისი ღირებულება 40 დოლარზე დაფიქსირდა, ამერიკული ნედლი ნავთობის შემთხვევაში კი 38 დოლარს გადააჭარბა.

ენერგო პროდუქების ბაზარზე ირანის აქტიურობა გარდამტეხ ფაზაში შედის. ქვეყნის ნავთობის მინისტრის განცხადებით,  ირანი გაზრდის ნავთობის მოპოვებას 4 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში ირანული კალენდრით მიმდინარე წლის ბოლოსთვის, ანუ 2017 წლის მარტამდე.

მისი თქმით, ერთი წლის შემდეგ ირანი განახორციელებს 2,25 მლნ ბარელი ნავთობის ექსპორტს დღე-ღამეში.

 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული, როდესაც ბარელი ნავთობის ფასი 115 აშშ დოლარს უტოლდებოდა, ნავთობზე ფასი 70 პროცენტით დაეცა. ამის მიუხედავად, ოპეკმა, ნავთობმწარმოებელი ქვეყნების კარტელმა, უარი განაცხადა ნავთობის წარმოების მასშტაბების შემცირებაზე იმის მიუხედავად, რომ მოთხოვნა დაეცა ისეთი მსხვილი ინდუსტრიული ქვეყნების მხრიდან, როგორიც ჩინეთია.

ოპეკის პროგნოზით, 2016 წელს დღიური მოთხოვნა 31,5 მლნ ბარელამდე გაიზრდება.

ამ ეტაპზე მსოფლიო ნავთობის მწარმოებლები ცდილობენ მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ და ნავთობის ფასების გაზრდას მიაღწიონ. ამ მიზნით, რუსეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს საუდის არაბეთთან, ორივე მათგანი თანამშრომლობს ყატარსა და ვენესუელასთან. თავის მხრივ, ვენესუელა აწარმოებს მოლაპარაკებებს მექსიკასთან, ეკვადორსა და კოლუმბიასთან.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი წარმოების “გაყინვაა”, რაც ნავარაუდევია, რომ გამოიწვევს მოთხოვნისა და მიწოდების ბალანსის აღდგენას და ყველა ქვეყნისთვის ბაზრის წილის შენარჩუნებას.

 

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას.

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან:

ევრო გამყარდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1440 მიმდინარეობს.

შემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,4111 ნიშნულთან მიმდინარეობს.

დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 108.82 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

ოქროზე ფასმა მოიმატა 0,50 %-ით და ვაჭრობა 1229.90 ნიშნულთან მიმდინარეობს.

მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,84 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 15.07 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 2.04%-ით და ბარელზე შეადგინა 38.04 დოლარი.