ვაკის რაიონის გამგეობა დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაციას განაგრძობს.

მორიგი გამწვანებული და კეთილმოწყობილი სივრცე შავგულიძის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო.  
აღნიშნულ მისამართზე, 500 კვ. მ ფართობზე ტერასულად მოეწყო დასასვენებელი და საბავშვო ზონები; დამონტაჟდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა; რბილ საფარზე მოეწყო საბავშვო მოედანი ატრაქციონებით; ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი და 20-მდე ხე-მცენარე დაირგო.

შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან - გიორგი ტყემალაძესთან და ნოდარ ტურძელაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.