საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" ხმელთაშუა ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში თურქული ციტრუსის ექსპორტი რუსეთში თანდათან მატულობს.

რუსეთი 2018-2022 წლებში თურქეთიდან ციტრუსის იმპორტის მხრივ ლიდერი გახდა.

ამ პროდუქციის ექსპორტის მოცულობამ რუსეთის ფედერაციაში განსახილველ პერიოდში 1 მილიარდ 877 მილიონი დოლარი შეადგინა.

თურქეთიდან რუსეთში გატანილ ციტრუსების მოცულობა წლების მიხედვით ასეთია: 

2018 წელი -  298 მილიონ 860 ათასი დოლარი
2019 წელი - 313 მილიონ 560 ათასი დოლარი
2020 წელი - 410 მილიონ 367 ათასი დოლარი
2021 წელი - 424 მილიონ 821 ათასი დოლარი
2022 წელი - 429 მილიონ 655 ათასი დოლარი

ყველაზე დიდი მოთხოვნა მანდარინზე, შემდეგ კი ლიმონზე, ფორთოხალზე და გრეიფრუტზეა.