ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ აზერბაიჯანიდან 343 200 დოლარის ღირებულების ყველი და ხაჭო შეიძინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული გამოთვლების თანახმად, ეს 5.7-ჯერ მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, - წერს აზერბაიჯანული მედია.
იმავე წყაროს თანახმად, წელს, პირველი 10 თვის განმავლობაში, საქართველომ საზღვარგარეთიდან 33.1 მილიონი დოლარის ღირებულების ყველი და ხაჭო შეისყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით მეტია.
ანგარიშგების პერიოდში საქართველომ გერმანიიდან 5.62 მილიონი დოლარის, თურქეთიდან 4.8 მილიონი დოლარის, რუსეთიდან 3.86 მილიონი დოლარის, პოლონეთიდან 3.54 მილიონი დოლარის და იტალიიდან 3.28 მილიონი დოლარის ღირებულების ყველი და ხაჭო შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ საზღვარგარეთიდან 32.76 მილიონი დოლარის ღირებულების ყველი და ხაჭო შეიძინა, საიდანაც აზერბაიჯანის წილად 120 ათასი დოლარი მოდიოდა, - წერს report-ი.




