ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, გიორგი ჭირაქაძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ სასამართლო ბიზნეს დავების განხილვებს აჭიანურებს, რაც ბიზნესისთვის დიდი პრობლემაა. მისი თქმით, ამ საკითხზე, ბიზენსი, საკანონმდებლო ორგანო, სასამარლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთმანეთს უნდა შეხვდეს, რადგან ეს კომპლექსურად მოსაგავრებელი საკითხია. გიორგი ჭირაქაძის თქმით, ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადბებში მისთვის ბევრი რამე გასაგებია და ეს საკითხიც კომპლესურად უნდა მოგვარდეს.

"ბიზნესთან მიმართებაში სასამართლოს მხრიდან ძალიან ბევრ პრობლემებს ვხედავთ, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია. 

ჩემი აზრით, სასამართლოს საკითხი კომპლექსური თემაა. ბიზნესმა ეს ერთიან ჭრილში სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად უნდა განიხილოს. აქ მარტივი გამოსავალი არ არსებობს, მთავარია ყველამ ჩვენი პოზიციები სიღრმისეულად შევისწავლოთ, დავინახოთ და დავაფიქსიროთ. 

ბიზნეს ასოციაცია მზადაა  აქტიურად ვიყოთ ჩართული ჩვენი წევრების ინტერესების დაცვაში და პირველ რიგში, ბიზნეს სუბიექტების პრობლემების განხილვაში. ვხედავთ, რომ პრობლემები ბევრია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ერთადერთი გზა ამ პრობლემის მოგვარების არის კომუნიკაცია, სწორი ახსნა და პოზიციების დაფიქსირება.

გამოსავალი ინდივიდუალური, ერთი კონკრეტული თემის მოგვარება არ არის, ეს მოგვარებადია, თუმცა თუ ასოციაცია  თუ ჩაერთო, დრწმუნებული ვარ კომპლექსური საკითხებიც მოგვარდება. 

ბიზნესმენი ფადი ასლი საუბრობს, რომ სასამართლოში კორუფციაა...

ვიცი, რომ არის რაღაც მისაზრებები, მაგრამ მოსაზრებაზე შეფასებებს ვერ გავაკეთებ, თუმცა, რადგან არის მოსაზრებები, ეს არის იმის საფუძველი, რომ ამ თემაზე განხილვა არსებობდეს. 

ბიზნეს ასოციაციაში ამ თემაზე არ ყოფილა განხილვა?

რა თქმა უნდა, ამ საკითხის განხილვა იყო, მაგრამ კომპლექსური განხილვა, საიდან მოდის ეს ტენდენცია.... ფადი რასაც ამბობს ბევრი რაღაც გასაგებია და მართლა არის პრობლემა,  ჩვენ ამ პრობლემას ინდივიდუალურად არ ვუყურებთ,  არამედ კომპლექსურად   რა გამოვა და რა არა ჯამში...