ზვიად ციკოლია: “ნაცმოძრაობის საყურადღებოდ! ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს

ქართველი ბიზნესმენი, მსოფლიოში ცნობილი სათების დიზაინერი და შემქმნელი ზვიად ციკოლია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

“ნაცმოძრაობის საყურადღებოდ!
თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2-ჯერ დამიკვეთეს საათები და ორივეჯერ ტენდერის გარეშე, თუმცა მაშინ არავინ შეშფოთებულა.

დაოკდით და ნერვებს მიხედეთ. ოფიციალურად ნუ მაგინებინებთ თავს” – წერს ზვიად ციკოლია.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარისთვის უტენდეროდ შეძენილ ძვირადღირებულ, ბრენდულ საათებზე თქვა, რომ ტენდერს “[ნიკა] მელიასა და [ზვიად] ციკოლიას შორის ვერ ჩაატარებდა”.

რუსთავი 2-თანღამის კურიერში ინტერვიუსას მანვე განმარტა, რომ ჯარის საათი თითო $165 ჯდება და “თუ ეს ვინმეს ენანება, ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს მათ ნამუსზე იყოს”.

“ეს იყო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში. სასაჩუქრე საათები არის ძალიან მიღებული ფორმა ნებისმიერ ჯარში, თუნდაც ჩვენს ჯარში. ნაცმოძრაობის დროსაც ათასობით საათია შეძენილი. ცნობილი დიზაინერი, ბატონი ზვიად ციკოლია, მე ვთხოვე მას, რომ კიდევ ერთხელ შეექმნა ჯარისთვის ბრენდირებული საათი, რომელსაც აწერია “თავდაცვის ძალები”. 165 დოლარი ჯდება თითო საათი. თუ ეს ვინმეს ენანება, ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს მათ ნამუსზე იყოს.

ვის შორის ჩამეტარებინა ტენდერი, ციკოლიასა და მელიას შორის? რომელიც იდიოტივით გამოდის და თუთიყუშივით ლაპარაკობს ერთსა და იმავეს, თუ რომელი პოლიტიკოსია საათების დიზაინერი? ციკოლია ვიცით და მას დავუკვეთეთ პირდაპირ. საუბარია 83 ათას დოლარზე”, — ამბობს ღარიბაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად