ზვიად სიჭინავა: ყოველთვის ვიქნები გურამ კაშიას მხარეს, ის ჩვენი ქვეყნის დიდი ფეხბურთელია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ კაპიტანს, გურამ კაშიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ ის დიდი ფეხბურთელია.

ეს განცხადება, ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა. 

„მე აქ იმიტომ მოვედი, რომ დიდ პატივს ვცემ „კაშოს“. კაშია ჩემთვის არის ვაჟკაცი, კარგი ქართველი პიროვნება, რომელიც, 6 წლის განმავლობაში, თამაშს აგებდა თუ იგებდა ჩვენი გუნდი, ყოველთვის მიდიოდა გულშემატკივართან, ყოველთვის გამოუხატავს თავისი პატივისცემა მათ მიმართ. იმიტომ ვარ აქ, რომ „კაშოს“ ვცემ პატივს. „კაშო“ არის ვაჟკაცი, პროფესიონალი. ამას გეტყვით მარტო. მან ის რეგულაციები შეასრულა, რომელსაც მოითხოვს ფიფა და უეფა. მან გააკეთა ის, რაც გააკეთა. აქ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას გურამ კაშიასადმი. მეცოდება ის ბიჭი. მართლა მრცხვენია რაც ფეისბუქზე ხდება. ვიცი, როგორ განიცდის კაშია ამას. ვიცი მისი გულის ამბავი, ვიცი, როგორი პიროვნებაა. ვინც არ იცის, მარტივი სათქმელია. პროფესიონალი კაცია. ვალდებული იყო, „respect“-ით, NO Racism-ით. მე ვიტყვი იმას, რომ ყოველთვის ვიქნები გურამ კაშიას მხარეს. ის არის დიდი ფეხბურთელი ჩვენი ქვეყნის“, – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...