ზვიად სიჭინავა: BILETEBI.GE-ს 48 საათიან ვადას ვაძლევთ!

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, BILETEBI.GE-ს ბილეთების გაყიდვისთვის დრო ხუთშაბათამდე, 17.30 საათამდე აქვს. 

როგორც მან გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ონლაინ რეჟიმში ბილეთების გაყიდვის აუცილებლობის შესახებ გადაწყვეტილება უეფაში მიიღეს.

"48 საათის განმავლობაში ბილეთები მზად უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ვერ შეძლებენ მომხმარებლები ბილეთების შეძენას ხუთშაბათს 6-ის ნახევრამდე, გვექნება ვიდეოკონფერენცია უეფასთან. მაშინ გადავდივართ "გეგმა ბ"-ზე. ამ გეგმით,  კვოტების 80 % საქართველოზე იქნება, 20% -ს კი უეფა გაყიდის სხვადასხვა ქვეყნებში",-განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, სუპერთასზე დასასწრები ბილეთები 22 ივნისს, 09:00 საათიდან ვებ-გვერდზე Biletebi.ge უნდა გაყიდულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო, გვერდი ამ დრომდე გათიშულია. Biletebi.ge-ს ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ საიტის გათიშვა განხორციელებულ შეტევას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად