ზვიად სიჭინავა: აფხაზები მზად არიან ურთიერთობისთვის, მაგრამ ჩვენი მხრიდან ნაბიჯები არ არის

"დღეს აფხაზები მზად არიან ურთიერთობისთვის, მაგრამ ჩვენი მხრიდან ნაბიჯები არ არის", – ამის შესახებ ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი (ზვიად) სიჭინავამ გადაცემა "ცენზურის გარეშე" განაცხადა.

"ჩვენ უნდ დავიწყოთ დიალოგი აფხაზებთა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სახალხო დიპლომატია. მე და ჩემს შვილს აფახებთან გვაქვს კარგი ურთიერთობა. 

დღეს აფხაზები მზად არიან ურთიერთობისთვის, მაგრამ ჩვენი მხრიდან ნაბიჯები არ არის.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი გადასასვლელი გზა დაიკეტა. დარჩა მხოლოდ ენგურის ხიდი. ხალხს რომელიც ცხოვრობს ენგურს მიღმა უზღუდავენ  ურთიერთობას ნათესავებთან და ძმებთან. ამისთვის სახელმწიფომ უნდა გადადგას ნაბიჯი. მაგრამ, სანამ სახელმწიფო ნაბიჯს გადადგამ აფხაზები უნდა ვაჩვენოთ, რომ კარგი სიტუაციაა საქართველოში 

დღეს, აფხაზეთში შიგნით დაძაბული ვითარებაა. იცით, რომ  დე-ფაქტო აფხაზეთის პარლამენტში სომხური დიასპორა შევიდა.  საჯაროდ ვერა, მაგრამ აფხაზები პირად საუბრებში ამბობენ, რომ მზად არიან შეთავაზების შემთხვევაში მიიღონ ქართული მხარის დახმარება", – განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად