ზვიად შალამბერიძე: იკვეთება კონტურები, რომ სიტუაცია რეგიონში კიდევ უფრო დაგვიმძიმდეს

იმერეთში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. მისი თქმით, რეგიონში ეპიდსიტუაცის მხრივ მდგომარეობა საყურადღებოა.

,,იმერეთში დინამკა ოდნავ მატების მაინც გვაქვს. ამჯერად საყურადღებოა ჭიათურის ერთ-ერთი სოფელი, სადაც რამდენიმე დღის წინ ,,კლასტერული“ შემთხვევა დაფიქსირდა. რაც კონტროლზე გვყავს აყვანილი და იქ ორი დღეა ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით გავაძლიერეთ კონტროლი იმიტომ, რომ იკვეთება კონტურები სიტუაცია კიდევ უფრო დაგვიმძიმდეს. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს არ მოხდეს.“-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...