ზვიად ქორიძემ აჭარის ტელევიზია დატოვა

ზვიად ქორიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დატოვა. შესაბამისი განცხადებით, მაუწყებლის ახალ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს ქორიძემ დღეს მიმართა. განცხადება, რომელსაც მაუწყებლის ახალი ამბების სამსახური ავრცელებს წერია, რომ ზვიად ქორიძე ხელშეკრულების შეწყვეტას ცალმხრივად ითხოვს.

“2019 წლის 1 იანვრიდან ვასრულებ მაუწყებლის კონსულტანტის ფუნქციებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში. გთხოვთ, ცალმხრივად შეწყვიტოთ ჩემსა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება” – წერია ზვიად ქორიძის განცხადებაში.

ქორიძე, მოწვეული კონსულტანტად აჭარის მაუწყებელში, ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში მივიდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორი, სამჯერ ჩვარდნილი კონკურსის შემდეგ, მეოთხე მცდელობაზე, მრჩეველთა საბჭომ 22 ნოემბერს აირჩია. არასამთავრობო სექტორი და ჟურნალისტების ნაწილი მას პროსამთვრობო კანდიდატადმოიაზრებენ და აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის შეცვლის რისკებზე საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად