ზვიად ქორიძე: მოლოდინი მაქვს, რომ რ2-ის სარედაქციო პოლიტიკა დიამეტრალურად შეიცვლება

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა დიამეტრალურად შეიცვლება.

როგორც ქორიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას თქვა, თუ რამე რესურსი არსებობს, პირველ რიგში ეს იქითკენ უნდა მიიმართოს, რომ “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს.

“ის, რა შედეგიც დადგა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, ეს საზოგადოებისთვის უცხო არ არის და ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, არის ის, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს დიამეტრალურად მე მაქვს ამის მოლოდინი. ამით პრაქტიკულად ერთგავროვანი გახდება ქართული მედიაგარემოს ნაწილი, რაც ძალიან სამწუხარო იქნება. იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება დაკარგავს მნიშვნელოვან პლატფორმას განსხვავებული აზრის მოსმენის, განსხვავებული კრიტიკული აზრის მიღების და ზოგადად ეს იმოქმედებს მედიაპლურალიზმზე და მედიაგარემოზე, პოლიტიკურ პლურალიზმზეც ქვეყანაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდი შედეგი იქნება. თუ არის რაიმე რესურსი პირველ რიგში იმაზე უნდა მივმართოთ, რომ “რუსთავი 2″-ის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვალოს”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...