ზვიად კვაჭანტირაძე: მივმართავთ პრეზიდენტს ვეტო დაადოს “საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში” დაგეგმილ ცვლილებებს

. არ მისცეს საშუალება ამ კანონს იყოს აღსრულებაში მოყვანილი”-ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ, იმ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

ზვიად კვაჭანტირაძემ, საქართველოს პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდა. ფრაქცია მოითხოვს, რომ მან პირველად გამოიყენოს ეს უფლებამოსილება და საკანონმდებლო ცვლილებებს ვეტო დაადოს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, თუ ამისთვის პრეზიდენტს დასჭირდება დამატებითი არგუმენტები, დეპუტატები მზად არიან მასთან შესახვედრად.

“გვაქვს შემდეგი წინადადებები. ჯერ ერთი, არ ვიცით, რატომ არის ასე სასწრაფო წესით მისაღები ეს ცვლილება. ეს ნამდვილად არის ისეთი ცვლილება, რომ დღეს ამას უნდა წარმოადგენდეს პრემიერი და არა კომიტეტის თავმჯდომარე. ამას გარდა, არის ათასი პასუხგაუცემელი… თუ პრემიერი აპირებს მობრძანებას, კენჭისყრა პირველი მოსმენით გადავდოთ. ყველა ეს შეკითხვა დავუსვათ პრემიერს, შესაძლოა, მან უფრო დაგვარწმუნოს, რომ ამ კანონის მიღება არის აუცილებელი.

ამას გარდა, ძალიან დიდი ეჭვი მიჩნდება, რაღაცეები წინასწარ არის შეთანხმებული. ჩვენ, კოლეგებმა აქ მოვითათბირეთ. ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს დაველოდებით, რასაც ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ, თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება.

მანამდე, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს პირველად, მისი პრეზიდენტობის მანძილზე გამოიყენოს ვეტოს უფლება. არ მისცეს საშუალება ამ კანონს იყოს აღსრულებაში მოყვანილი. კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისგან გამოიყენოს ეს უფლება, არ მისცეს ამ კანონს მსვლელობა”-ამბობს კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად