ზვიად კვაჭანტირაძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით  სპეციალური მოსმენის გამართვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საზღვრის დამდგენი კომისიის მონაწილეობით პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვას ითხოვს.

ამის შესახებ ზვიად კვაჭანტირაძემ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

“პარლამენტის წევრები, ვისაც რაღაცის შეტანა შეგვიძლია საქმის ფორსირებასა და კარგად წარმართვაში, ამ პროცესისგან აბსოლუტურად იზოლირებული ვართ, მაშინ როდესაც ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ძალიან აქტიურად არიან ჩართული. იქნებ მოვახერხოთ კომისიის მოსმენა, რომლის მუშაობაც აღდგა. თუკი არის საკითხები, რაზეც საჯაროდ ვერ ისაუბრებენ, ფორმატი თვითონ შემოგვთავაზონ. ყველანაირ ფორმატს დავთანხმდებოდი, ოღონდ მთავრობამ რაღაც შემხვედრი ნაბიჯი გადადგას და პარლამენტის დაინტერესებული წევრები საქმის კურსი ჩაგვაყენოს – სადაც ვართ, რას ვაკეთებთ და რა მანდატით მოქმედებს კომისია“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

აღნიშნულის საპასუხოდ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ განმარტა, რომ ჰქონდეს რწმენა, რომ საკომიტეტო მოსმენა პოპულისტურ მოსმენაში არ გადაიზრდება და შინაარსობრივი მოსმენა იქნება, დახურულ ფორმატში საკომიტეტო მოსმენას აუცილებლად მოიწვევდა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...