ზვიად კვაჭანტირაძე: არ ვაპირებ, ბოდიში სხვის მაგივრად მოვიხადო!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე დავით ლორთქიფანიძის განცხადებას, რომელიც ინგა გრიგოლიას და მის შვილს ეხება, ეხმაურება და აცხადებს, რომ არავის ნაცვლად ბოდიშის მოხდას არ აპირებს. 

"ყველა ზრდასრულმა ადამიანმა საკუთარ გამონათქვამებსა და სიტყვებზე პასუხი თავად უნდა აგოს. მე განტევების ვაცად ვერ ვიქცევი. სხვის მაგივრად ერთადერთხელ მოვიხადე ცხოვრებაში ბოდიში.

ხანდახან შეიძლება ბაშვების, საკუთარი შვილების საქციელზე მოვიხადო ბოდიში, მაგრამ არ ვაპირებ ბოდიში სხვის მაგივრად მოვიხადო. ეს ერთხელ გავაკეთე, რისთვისაც ოჯახის წევრებმაც კი მისაყვედურეს",- აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...