ზვიად კუპრავა სცემეს

“სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სცემეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფოტოსთან ერთად ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე ავრცელებს.

“ამ წუთას რეჟიმის ტიტუშკები დახვდნენ ზვიად კუპრავას სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მანამდე ჩემთან იყო ოფისში ერთერთ სკანდალურ თემაზე, რომელიც შს მინისტრის მოადგილეს ეხება. ასევე, ხვალ იგეგმებოდა აქცია ივანიშვილის სახლთან, სადაც შუშის კოლბა საკარანტინე ადგილად, ხოლო უზურპატორი მთავარ კორონა ვირუსად უნდა გამოცხადებულიყო.
ივანიშვილო პირადად და პერსონალურად ხარ პასუხისმგებელი ამ ნაძირლობაზე. ნამდვილად არ უნდა შეგრჩეს და არც შეგრჩება” წერს ჟრნალისტის სოციალურ ქსელში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად