ზვიად კუპრავა სოფელ შაქრიანში კანაფის შესაძლო კულტივაციის საკითხთან დაკავშირები გამოკითხვაზე იმყოფება

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ამ წუთებში თელავში, კახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება

სამათალდამცველემბა კუპრავა ყვარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ შაქრიანში კანაფის შესაძლო კულტივაციის საკითხთან დაკავშირებით დაიბარეს გამოკითხვაზე.

ცნობისათვის, კუპრავამ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პლანტაციის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა.

კუპრავას არ სჯერა ვერსიის, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნებისთვის საჭირო კანაბინუსია გაშენებული.

ზვიად კუპრავათან ერთად კახეთის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე კიდევ ოთხი პირი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად