ზვიად კუპრავა: ფოტოგრაფმა გიორგობიანს დაურეკა, ამაზე შსს-ს სწორი რეაქცია რომ ჰქონოდა, შაქარაშვილი არ გარდაიცვლებოდა

ფოტოგრაფმა გიორგობიანს დაურეკა, ამაზე შსს-ს სწორი რეაქცია რომ ჰქონოდა, შაქარაშვილი არ გარდაიცვლებოდა, – ამის შესახებ “სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის” ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ქალბატონი ნინოს განცხადება აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების საგანი. უნდა გაირკვეს, რა ინტერესებს კვეთავს ქალბატონი ნინო. იმპერატიულად რატომ წყვეტავს, რომ დაზარალებულია არა სხვა სტატუსი. არავის ხომ აქამდე არ დაუდია ხელი ფოტოგრაფისთვის და ხომ არ უთქვამს, რომ ეს არის დამნაშავე?! ეს შემთხვევა იცოდა ქალბატონმა ნინომ, იმიტომ, რომ მას დაურეკა ბრეგაძემ. ეს გამოძიებით არ არის დადასტურებული, ეს არის ჩემი ინფორმაცია.

თუმცა დადასტურებულია გამოძიებით, რომ 1 საათზე გიორგი შაქარაშვილი ესაუბრა დედამისს, მაშინ ცოცხალი იყო. ასევე დადასტურებული ფაქტია, რომ 00:45 წთ-ზე, ანუ 15 წუთით ადრე პირველ საათამდე შსს-მ დაირეკა 112-ზე და ინფორმაცია მიიღო შსს-მ. 99.9%-ით შემიძლია ვთქვა, რომ არ გარდაიცვლებოდა გიორგი სახელმწიფოს თავისი როლი რომ შეესრულებინა. სწორი რეაქცია რომ ჰქონოდა ამ შემთხვევაში შსს-ს, მათ შორის ამ ზარზე, რომელიც იაკობ ბრეგვაძემ გაუშვა ნინო გიორგობიანთან”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად