ზვიად კუპრავა: ნინო გიორგობიანმა სიმართლის პირველი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ეს სრული სიმართლე არაა

“სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის მისი ნათესავი.

“ქალბატონმა ნინო გიორგობიანმა სიმართლის პირველი ნაბიჯი გადადგა და მივესალმები. მაგრამ ეს არ არის სრული სიმართლე. ეს არის ნახევარი სიმართლე და მე მაქვს მოლოდინი ქალბატონი ნინოსგან, რომ ჩვენ გავიგებთ სრულ სიმართლეს. არცერთი თანამდებობა და არცერთი დაკავებული პოზიცია არ ღირს იმად…” – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

მას საუბარი ინგა გრიგოლიამ შეაწყვეტინა და ჰკითხა, რომ არც პოლიტიკოსობა არ ღირს იმად, რომ ბრალი წაუყენონ კონკრეტული ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანს. დავუშვათ ჩემი ნათესავი არის საქმის ფიგურანტი და დავუშვათ დედამისმა მე დამირეკა, ამიტომ მე რატომ ვარ ჩართული საქმის გაყალბებაში? – რაზეც კუპრავა პასუხობს:

“მე ბრალი არ წამიყენებია. მე ფაქტის კონსტატაცია მოვახდინე. მე არ დამისახელებია სახელი და გვარი, ვთქვი, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი ქალბატონი არის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ნათესავი, რომლის მიმართაც უამრავი შეკითხვები არსებობს. დავსვი კითხვები და გავაჩინე მოლოდინი, რომ მე არ ვისაუბრებდი თუ მათ შორის ქალბატონი ნინო ისაუბრებდა”, – განაცხადა ზვიად კუპრავამ “TV პირველის” ეთერში.

შეგახსენებთ, ნინო გიორგობიანმა Facebook-ში პოსტი გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად