“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

“პოლიტიკური საქმიანობის, პოლიტიკური განცხადებებისა და კრიტიკული აზრის მიუღებლობის გამო, “რუსული ოცნების” ორგანიზებით, თავს დაესხნენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ - ირაკლი ეძგვერაძეს.

ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს.

მოძალადეების ნაცვლად, ე.წ. “სამართალდამცავებმა” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსთვის! რაც უფრო ამაზრზენ ფორმებს მიიღებს “რუსული ოცნების” მიერ ორგანიზებული ძალადობა, ამაზე ქართული საზოგადოების პასუხი უფრო მწვავე იქნება.

 “ქართული ოცნების” რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება, საქართველო გაიმარჯვებს და გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!” - ნათქვამიმა პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.