ზვიად კორძაძე, რუსეთის საპასუხოდ, ქართველებს მოუწოდებს შვებულება ქართულ სასტუმროებში გაატარონ

ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოს მიმართ დაკისრებულ სანქციებს ადვოკატი ზვიად კორძაძე გამოეხმაურა. მან თავისი ინიციატივა სახელწოდებით “ერთი კვირა ქართულ ტურიზმს” საზოგადოებას გააცნო.

“ინიციატივა ,, ერთი კვირა ქართულ ტურიზმს”

მე პირადად აგვისტოში ნანატრი შვებულების ერთ კვირის გატარებას ოჯახთან ერთად ვაპირებდი საზღვარგარეთ. ვინაიდან პუტინის ტურისტული ემბარგო შეიძლება შეეხოს ჩვენს ტურისტულ სექტორს, აგვისტოში დაგეგმილ საზღვარგარეთ გასატარებელ შვებულებას ოჯახთან ერთად გავატარებ რომელიმე ქართულ სასტუმროში ან ჰოსტელში. მოგიწოდებთ საშუალო ფენას ვისაც გვაქვს ამის საშუალება, ჩვენ-ჩვენი ერთი კვირა ვაჩუქოთ ტურისტულ სექტორს.

რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ერთად ვართ და ვერაფერს დაგვაკლებს რუსული სანქციები”, – წერს სოციალურ ქსელში კორძაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...