ზვიად გოგოჭურმა და ირმა ხეცურიანმა წლის საუკეთესო პარასპორტსმენის ნომინაციაში გაიმარჯვეს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სასტუმრო ჰუალინგში 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენს აჯილდოვებს.

საუკეთესო პარასპორტსმენი კაცის ტიტული ზედიზედ მეორედ რიოს 2016 წლის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ოქროს პრიზიორს, ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს ერგო.

საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ტიტული კი პარალიმპიური თამაშების ლიცენზიანტს ეტლით მოფარიკავეს ირმა ხეცურიანს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...