ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული ვამბობთ, რომ საქართველო ნატოსა და ევროსტრუქტურებში უნდა გაწევრიანდეს, – ამის შესახებ “კონსერვატორების” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა.
“კონსერვატორები” მოვდივართ ეროვნული მოძრაობიდან. მიტინგებზე ვიდექით და ვაფიქსირებდით, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს და გაეროს წევრი, უნდა გაერთიანდეს ევროპულ სტრუქტურებში და ა. შ. ჩვენ გამოკვეთილად ვაფიქსირებთ ამ პოზიციებს ყველგან. ჩვენ ვართ ევროპელი კონსერვატორ-რეფორმატორების სრულუფლებიანი წევრები. ჩვენი ევროპელი კოლეგები ამ არჩევნების დროსაც არიან ჩვენთან მჭიდრო კომუნიკაციაში და კონსულტაციების რეჟიმში გავდივართ ამ თემებსაც”, – აღნიშნავს ძიძიგური.
ზვიად ძიძიგურთან ინტერვიუს სრულ ვერსიას მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.