ზვიად ძიძიგური: “ქართულმა ოცნებამ” პრობლემა ძალით შეიქმნა

განაცხადა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

მისი თქმით, პროპორციული სისტემის კონსტიტუციაში ჩაწერა და საზოგადოებისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზება „ქართული ოცნების“ ინიციატივა იყო და ამაზე უარის თქმის გამო მმართველმა გუნდმა პოლიტიკურად უნდა გადაიხადოს.

“პოლიტიკურად გადახდა იმაში გამოიხატება, რომ მუდმივად გაქვს დისკომფორტი და რაღაც ტიპის დაძაბულობა, ხან საკრებულოში, ხან პარლამენტში, ხან პროკურატურასთან და ხან სად. ეს არც ერთი არ იყო და „ქართულმა ოცნებამ“ პრობლემა ძალით შეიქმნა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად