ზვიად ძიძიგური: პარტიებს, რომლებსაც ხმას აძლევთ, ყველას ჰკითხეთ, ისინი კონსერვატორები არიან, თუ ლიბერალები?

“მიგვაჩნია, რომ მთავარი საარჩევნო პოლიტიკა და საარჩევნო კამპანია უნდა ტარდებოდეს არა “ბიძინა და მიშა”, არა “მიშა და ედუარდი”, არამედ უნდა ტარდებოდეს: “კონერვატორი ხარ თუ ლიბერალი?”

ამის შესახებ “საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა, სადაც მან პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

“კონსერვატორებს მიგვაჩნია, რომ მთავარი საარჩევნო პოლიტიკა და კამპანია უნდა ტარდებოდეს არა ბიძინა და მიშა, არა მიშა და ედუარდი, არამედ უნდა ტარდებოდეს კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი.

თუ მეტი ლიბერალი მოვა, ვიდრე კონსერვატორი ხელისუფლებაში – რა ბედი ელის საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელზეც ბევრი ლიბერალი იმუქრება, რომ ეს არის გასაუქმებელი.

რა ბედი ელოდება მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზაციის საკითხს, პროსტიტუციის ლეგალიზაციას, რა იქნება მიწის უცხოელებზე გასხვისების ნაწილთან დაკავშირებით.

იმ პარტიებს, რომლებსაც თქვენ ხმას აძლევთ, ყველას ჰკითხეთ ისინი კონსერვატორები არიან, თუ ლიბერალები”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად