ზვიად ძიძიგური: ნარკოლიბერალიზაციამ მოიტანა, რომ დღეს ბევრი ადამიანია ნარკოდამოკიდებული

ნარკოლიბერალიზაციამ მოიტანა, რომ დღეს ბევრი ადამიანია ნარკოდამოკიდებული, უკვე 13-14 წლის ბავშვები არიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “კონსერვატორების” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ:

ზვიად ძიძიგური: ნარკოლიბერალიზაციამ მოიტანა ის, რომ ძალიან ბევრი ნარკოდამოკიდებული ადამიანია და შემაშფოთებელ ნიშნულამდეა მისული.

_ სანამ ეს თემა შემოვიდოდა, მანამ არ იყო?

_ როგორ არ იყო, მაგრამ ახლა მოიმატა. ნახტომისებურად მოიმატა ბოლო რამდენიმე წელში.

_ რაიმე სტატისტიკა გაქვთ და ამაზე დაყრდნობით საუბრობთ თუ ეს არის თქვენი დაკვირვება?

_ რა არის ჩემი დაკვირვება? ყველა სტატისტიკა ამაზე საუბრობს. საშინელი რიცხვები გვაქვს, უკვე 13-14 წლის ბავშვები არიან ნარკოტიკებზე დამოკიდებული. მომატებულია სუიციდის შემთხვევები, რაც ხშირად ამასთან არის დაკავშირებული.

ჩვენ როდესაც ვთავაზობთ, რომ სპორტი ნარკოტიკის გარეშე, ჩვენ შევისწავლეთ ევროპული გამოცდილება. იქაც იდგა ასეთი პრობლემები და ამის გადასაჭრელად მათ მოიფიქრეს ალტერნატიული გზები. მართალია მხოლოდ სპორტის შემოტანის თემამ არ უშველა და საჭიროა, ასევე სოციალური კამპანია, როდესაც სახელმწიფო გეუბნება, რომ ნარკოტიკი საშინელებაა ადამიანისთვის. ასეთი სოციალური რეკლამების ფონზე მოხდა ახალგაზრდებისთვის სპორტის შეთავაზება.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად