ზვიად ძიძიგური: მამუკა ახვლედიანის მსგავსი მოსამართლეები აღარ არიან სასამართლო სისტემაში

"დაველოდოთ გამოძიებას",- ასეთი შეფასება მისცა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  ზვიად ძიძიგურმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართვის საფუძველზე, 2017 წლის 14 იანვარს მთავარ პროკურატურაში ზეგავლენის მიზნით, საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.

"სასამართლო პროცესის და სტრუქტურების გაჯანსაღება ნამდვილად მიმდინარეობს. ამას თუნდაც ის ადასტურებს, რომ მამუკა ახვლედიანის მსგავსი მოსამართლეები აღარ არიან ამ სისტემაში. უკვე არიან მოსამართლეები, რომლებიც დამოუკიდებლობის დაცვას ახორციელებენ", – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.  

კომენტარები
იტვირთება...