ზვიად ძიძიგური: იქნება კომპრომატების ომი, სადაც “შავი პიარი” სერიოზულ ადგილს დაიკავებს

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, “კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური გეგმავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღოს.

როგორც ზვიად ძიძიგურმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა, მისი პოლიტიკური ძალა განსხვავებულ საარჩევნო კამპანია ჩაატარებს და აპირებენ კომპრომატების ომის ნაცვლად ისეთ საკითხებზე გაამახვილონ ყურადღება, რომელიც მისი თქმით, მოსახლეობას რეალურად აწუხებს. 

“სად ვხედავთ ჩვენს თავს? ვხედავთ იქ, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. გამორიცხულია, რა საქმე გვაქვს იმ პარტიებთან, რომლებიც არიან მიხეილ სააკაშვილის ორბიტაზე, ადაპტირებული არიან, ან ასოცირებული.

რაც შეეხება სხვა ჩემს კოლეგებს, რომლებიც გავიდნენ უმრავლესობიდან და შექმნეს საკუთარი პარტიები, მე მინდა წარმატება ვუსურვო, კეთილგანწყობას ვადასტურებ, მაგრამ “კონსერვატორებმა” მივიღეთ გადაწყვეტილება სრულიად განსხვავებული საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ, კომუნისტების დროს ვიყავით კომუნისტებთან დაპირისპირების რეჟიმში, შემდგომ შევარდნაძესთან დაპირისპირების რეჟიმში, შემდეგ სააკაშვილთან ვიყავით დაპირისპირებაში. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დაძაბული არჩევნები, იქნება კომპრომატების ომი, სადაც “შავი პიარი” სერიოზულ ადგილს დაიკავებს. ჩვენ არ ვაპირებთ ასეთ კამპანიაში ჩართვას”-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად