ზვიად ძიძიგური: გვეამაყება, ოჯახის დეფინიცია რომ ჩაიწერა კონსტიტუციაში და ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ მოხდება

გვეამაყება, ოჯახის დეფინიცია რომ ჩაიწერა კონსტიტუციაში და ერთნაირსქესიანთა ქორწინება რომ არ მოხდება, – ამის შესახებ “კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც სრულად მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

მისი თქმით, ნარკოლიბერალიზაციის კანონის თაროზე შემოდებაშიც აქვთ წვლილი შეტანილი.

“ჩვენ ცალსახად კონსერვატიულ პლატფორმაზე ვდგავართ. ოჯახის დეფინიცია რომ ჩაიწერა და ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ მოხდება, „კონერვატორებს“ გვეამაყება, რომ ამაში ვმონაწილეობდით. ასევე ის, რომ ნარკოლიბერალიზაციის თემაზე კანონი რომ თაროზეა შემოდებული, ამაშიც დიდი დამსახურება გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ამ დიდი შრომით კარგი საქმე გავაკეთეთ. ის, რაც საკონსტიტუციო შეთანხმება ბევრი პარტიისათვის გამაღაზიანებელია და არასამთავრობოები დისკრიმინაციულს ეძახიან, ჩვენ ასე არ მიგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი მომზადება არ გვჭირდება და პირდაპირ ვეუბნებით ამომრჩეველს, რომ ჩვენი ხედვა არის ეს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად