ზვიად ძიძიგური: გამოძიებამ “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებული პირები უნდა დაკითხოს
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში “პირველები” განაცხადა.
“უნდა დაიწყოს გამოძიება, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც არიან ამ საქმესთან დაკავშირებულები. რომელთა გვარებიც იქ ისმის ანუ მთავარი ფიგურანტები დაიკითხონ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.