ზვიად ძიძიგური: ჩვენ სატელიტებად არასდროს არ გამოვდგებით

“კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს.

“სატელიტები თავის მხარეს მოიკითხოს ყველამ. ჩვენ სატელიტებად არასდროს არ გამოვდგებით. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. ჩვენი კონსერვატიული შეხედულებები, ღირებულებითი, ფასეულობითი პროგრამა გვექნება. ამ პროგრამის პრეზენტაციასაც ჩავატარებთ. რაც ეხება პარლამენტში შესვლა არშესვლის საკითხს, ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს და გადაწყვეტს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის.”

ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა. შეკითხვაზე, რა შანსები აქვს “კონსერვატიულ პარტიას” საპარლამენტო არჩევნებში, ზვიად ძიძიგურმა განმარტა, რომ ადგილობრივ თვითმართველობებში პარტიას 200 მდე დეპუტატი და 60-მდე ფრაქცია ჰყავს.

“ძალიან სერიოზული და კარგად გამოცდილი გუნდი გვყავს საქართველოს მასშტაბით. 200-ზე მეტი დეპუტატი გვყავს ადგილობრივ თვითმმართველობაში, რაც გავლინიანი ადამიანების ყოლაზე მითუთებს. გვაქვს სერიოზული ფრაქციები, დაახლოებით 60 რაიონში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილებზე გვაქვს რესურსი საიმისოდ რომ საარჩევნო ორგანიზება. მაჟორიტარები რაც შეიძლება ბევრ ადგილას უნდა დავაყენოთ, ასეთი ტიპის გეგმები გვაქვს”-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

შეკითხვაზე, როგორ აფასებს “ნათელაშვილის მაგიდის” გარშემო მსხდომ პარტიებს  და განიხილავს თუ არა მათ  მთლიანად სააკაშვილის ქვეშ მყოფ პარტიებად, ზვიად ძიძიგურმა განმარტა, რომ იქ არის დომინანტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ორგანიზაცია.

“მე ხომ არ ვამბობ რომ იქ ერთი პარტიაა. იქ არის დომინანტი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ორგანიზაცია. ამიტომ მისი გავლენა პროცესებზე, მისი გავლენა წინ რა პროცესებიც გველოდება არის გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე იქ მსხდომი სხვა ადამიანების. მგონი, აქ საკამათო არაფერია, ალბათ, თვითონაც დამეთანხმებიან. თუ ვერბალურად არ დამეთანხმებიან, გულში მაინც დამეთანხმებიან, რომ ეს ნამდვილად ასეა. ამიტომ ჩვენ იქ ვერ ვხედავთ რაიმე ტიპის თანამშრომლობის შესაძლებლობას. თუმცა, მე არც მათ გეგმებში ჩარევას არც ვაპირებ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად