ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილი კატალიზატორის როლს თამაშობს

“ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ არის პასუხი მათთვის, ვინც მუდმივად აცხადებს, რომ ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობს, თავის ბიზნესს აკეთებს, საქართველოში თავის ქონებას ამრავლებს”. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ბიძინა ივანიშვილის რამდენიმე ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ფინანსური ზარალის ხარჯზე სურს, დააჩქაროს პროცესები, რომლებიც ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლასა და ტურისტების რაოდენობის გაზრდას ეხება.

„120 მილიონიან „პარაგრაფზე”, რომელიც ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკურორტო დასასვენებლ ადგილად გადაიქცა, ამბობს, რომ მზად არის, 60 მილიონის გადახდის შემთხვევაში, ინვესტორს დაუთმოს. იმავეს ამბობს „პანორამა თბილისსა” და აბასთუმნის კურორტზე. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში დაახლოებით სამი მლრდ აქვს განხორციელებული. მას ასეთი სახის ნაბიჯების გადადგმა არ ეშლება.

მისი მიზანია, შავი ზღვისპირეთი გახდეს კონკურენტუნარიანი სხვა კურორტებთან მიმართებაში. რაც უფრო ხშირად იქნება მისი ინტერვიუ, რომელიც საქველმოქმედო და პოლიტიკურ გეგმებთან იქნება კავშირში, კარგი პასუხი იქნება ოპონენტებისთვის. ბიძინა ივანიშვილი კატალიზატორის როლს თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურ ზარალს ნახულობს, სურს, ის პროცესები დააჩქაროს, რაც უკავშირდება ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას, მდიდარი ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ა.შ.“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მზად არის, 60 მილიონ დოლარად გაასხვისოს სასტუმრო „პარაგრაფი“, რომელშიც 120 მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული. ივანიშვილი Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში დეტალურად საუბრობს როგორ და რა პირობით აპირებს, შეიძინოს წყალტუბოში არსებული სასტუმროები, ასევე როგორ აპირებს დასახელებული 22 სასტუმროდან კერძო მესაკუთრეებისგან შვიდი სასტუმროს გამოსყიდვას და თანამშრომლობის რა მოდელს სთავაზობს ბიზნესს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად