ზვიად ძიძიგური: ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის

ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი არ არის, – განაცხადა პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„ის არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ის თვითონ პარტიამ აირჩია და იმ პარტიამ შემდეგ, არჩევნებში გაიმარჯვა. არაფორმალური მმართველი შეიძლება, მაშინ გეწოდებინა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის საკუთარ პარტიაში არ იყო თავმჯდომარე. ახლა კი, როდესაც თავისი პარტიის თავმჯდომარეა, მას ეს ბერკეტი აქვს ხელში“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად