ზვიად ძიძიგური: არჩევნებზე კოვიდის გამო უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა… არ მჯერა, რომ “ოცნება” 60%-ს აიღებს

არჩევნებზე კოვიდის გამო უფრო ნაკლები ამომრჩეველი მივა… არ მჯერა, რომ “ოცნება” 60%-ს აიღებს, – ამის შესახებ “კონერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ეს საარჩევნო კამპანია არ იყო ისეთი დაძაბული, რომელიც ჩვენ გვინახავს. ახლა პანდემიის ფაქტორიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ნაკლები აამომრჩეველი მოვა არჩევნებზე. თუ იმას ვიტყვით, რომ ოპოზიციის ამომრჩეველი უფრო მოტივირებულია, მე ვფიქრობ, რომ სრულიად არადამაიმედებელი უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც იძახის, რომ 60 და 65%-ს ავიღებო. არ მჯერა ამისი და ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაშიც არჩევნები არ უნდა გადაიდოს. ხელისუფლებაც ამას იძახის და ოპოზიციაც და ვფიქრობ, რომ აჩევნები უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად