ზვიად ძიძიგური: 10 წელი დიდი დროა და ახლა, ნატოში გაწევრიანება რეალურია

საქართველოს კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურმა გადაცემაში “ღამის კურიერი” განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების იმედი არარეალური აღარ ჰგონია, რადგან 10 წლის მანძილზე უამრავი რამ შეიცვალა.

.

“ძალიან ბევრი რამ შეიცვალა მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ევროსტრუქტურებთან. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და აშშ-სთან ურთიერთობაში ნახტომი გვაქვს. 10 წელი დიდი დროა და ახლა, ნატოში გაწევრიანება რეალურია.

ჩემს საარჩევნო პროგრამაში არის ნახსენები ოკუპაცია. მთავარ საფრთხედ აღვიქვამ იმას, რომ შეიძლება ქართველმა ერმა თავისი იდენტობა დაკარგოს, ჩვენ კონსერვატორები ვართ.

როდესაც მტერი მოდიოდა საქართველოს ასაოხრებლად, მოდიოდა ხმლით და ახლა მოდის ეკლესიაზე თავდასხმით და ნარკოტიკებით და ამით ჩვენი იდენტობა ნადგურდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად