ზვავში მოყოლილი 2 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება. მაშველებმა პროცესი ძლიერი ნალექის გამო შეწყვიტეს.

ცნობისათვის, თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როდესაც გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. ზვავში ორი ადამიანი მოჰყვა, თუმცა ერთის გადარჩენა იქ მყოფმა პირებმა მოახერხეს, 62 წლის მამაკაცი კი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად