ზვავსაშიშროების გამო, ყაზბეგისკენ მიმავალი გზა გადაკეტილია

დაბა სტეფანწმინდის რამდენიმე კილომეტრიან მონაკვეთზე ზვავსაშიშროების არსებობის გამო, გადაკეტილია მოძრაობა თბილისისა და ლარსის მიმართულებით.

როგორც “აიპრესს” საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზა გუშინ, გვიან ღამით ზვავის გამო გადაკეტეს, კერძოდ, გზა გადაკეტილია “ტრავენტინების” მიმდებარე გვირაბებთან.  ამის გამო, ორივე მიმართულებით გზის მონაკვეთზე ასობით მანქანა შეგროვდა, რომლებიც გზის გახსნას ელოდებიან.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, გზა დღის მეორე ნახევარში გაიხსნება. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რამდენიმე ადამიანი ზვავში მოყვა, დეპარტამენტში უარყოფენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...