ზურაბ ჯაფარიძე: “ოცნებასთან” მოლაპარაკების მიუხედავად, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი პარლამენტში შესვლას ვადამდელის ჩანიშვნამდე არ აპირებდა

“ოცნებასთან” მოლაპარაკების მიუხედავად, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი პარლამენტში შესვლას ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნამდე არ აპირებდა, – ამის შესახებ “მეტი თავისუფლება – გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “კურიერთან” ისაუბრა.

მან კონკრეტულად პოლიტიკოსები არ დაასახელა, თუმცა განმარტა, რომ ასეთი “რამდენიმე პარტიული ლიდერი იყო”.

“ისინი არ ენდობოდნენ “ოცნებას” ამ 4 პუნქტის შესრულების შემთხვევაშიც კი, სანამ ვადამდელი არჩევნები არ ჩაინიშნებოდა, ისინი არ აპირებდნენ ბოიკოტზე უარის თქმას. არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, იმიტომ რომ არ ენდობოდნენ “ოცნებას,” რომ ის შეასრულებდა თუნდაც დადებულ პირობას ამ 4 პუნქტთან მიმართებაში და ამიტომ, არ უნდოდათ ხელიდან გაეშვათ ის ბერკეტი, რომელიც ხელთ აქვთ, ეს არის ბოიკოტი.

“ქართულ ოცნებას” არც მე არ ვენდობი, თუმცა ეს პირობა არ მქონია,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...