ზურაბიშვილი: ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო – იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა

“ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ დაარეგულიროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ამას რამე უნდა მოვუხერხოთ და ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა სურდათ აქციის მონაწილეებს ჩვენამდე”.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, საპროტესტო აქცია, რომელიც საქართველოში დაიწყო სპონტანური იყო იმ მომენტამდე, ვიდრე ის პოლიტიზირებული გახდებოდა.

„ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო – იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა. ამ პოლიტიზირებას ახლაც აქვს ადგილი. ჩემი თვალსაზრისით, ამის მიზეზია კონფლიქტის ღია ჭრილობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ჩვენში და ჩვენ ევროპელ პარტნიორებში უნდა იწვევდეს ღრმა შეშფოთებას. პრობლემების გადაუჭრელობა, გაყინული ვითარება – ადამიანები ვერ ეგუებიან ამას დიდი ხნის განმავლობაში. ქართველები ამაყი ხალხია. საქართველოს ისტორია გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა დავარეგულიროთ. საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე – და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი. არსებულ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ მოაგვაროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან არ გაგვაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა უნდოდათ ჩვენამდე პროტესტის მონაწილეებს: ჩვენ ყველამ რაღაც უნდა ვიღონოთ. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად „ჟენევის ფორმატში“. ამ ფორმატმა თანდათან დაკარგა… არა, მნიშვნელობა არა, რადგან სხვა ფორმატი არ არის და ის ჩვენთვის უკიდურესად საჭიროა – თუმცა, საჭიროა, მისი ახალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა, რათა მან მართლა იმუშაოს. მან უნდა გადაწყვიტოს პრობლემები და არა მხოლოდ განიხილოს ტექნიკური ხასიათის საკითხები. სწორედ ასეთი იყო სიგნალი, რომელიც წამოვიდა საქართველოს ქუჩებში მყოფი პროტესტის მონაწილეებისგან“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად