ზურაბიშვილი: ივანიშვილი ცდილობს დაშინებით და რეპრესიებით განიმტკიცოს ძალაუფლება

ასე ეხმაურება, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს რომ დაშინებით და რეპრესიებით გაიმტკიცოს ძალაუფლება.

“ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ასეთი დაშინებით, რეპრესიებით გაიმტკიცოს ძალაუფლება. ელემენტარულად რომ იცოდეს საქართველოს უახლესი ისტორია, უნდა დაინახოს რომ ეს ასე არ გამოვა. თუ ისეთ დიქტატურას ამყარებ რომ საერთოდ ხმას ვერ ვიღებთ ვერავინ, არცერთი დამოუკიდებელი მედია და ოპოზიცია არ არის ასეთი რამ არ გამოვა.”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 – 21 ივნისის საქმეზე აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ასევე, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დღეს კიდევ 4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, პოლიციელებზე თავდასხმაში და ორგანიზებულად, შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად