ზურაბიშვილი: თუ პარლამენტთან გახვალ, ნახავ რას შეიძლება ნიშნავდეს ჭეიშვილის რომანი “ქალაქში დინოზავრები დადიან”

ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი Facebook-ში წერს:

“ესე იგი ახლა თუ პარლამენტთან გახვალ, საკუთარი თვალით იხილავ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს რეზო ჭეიშვილის რომანის სათაური “ქალაქში დინოზავრები დადიან”.

აი, ამდენი ხანი გავიდა და კიდევ დადიან და მართლა. ჰო…” – წერს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტთან ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, რომლებიც აცხადებენ, რომ ლგბტქ თემს პრაიდის ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად