ზურაბიშვილი: ტაქსების გათეთრება შობს შავ ბაზარს, შეიქმნება “ორდიპლომიანთა ასოციაცია”

“ტაქსების გათეთრება შობს ტაქსების შავ ბაზარს”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი Facebook-ში წერს:

“ტაქსების გათეთრება შობს ტაქსების შავ ბაზარსმაგალითად შეიქმნება შპს “ჭიჭიკო-2019”, ან “ორდიპლომიანთა ეროვნული ასოციაცია” ან “შუფუტინსკის მოყვარულთა საზოგადოება”, ან სულაც მოჭადრაკეთა მოძრავი ცენტრი “შახმატ, შახმატ, გააჩერე! (იყო ასეთი ანეკდოტიც ტაქსებზე), დააკრავენ მანქანებს შესაბამის სტიკერებს და ივლიან. ჩვენც გვეცოდინება, რომ ესენი არიან რეალურად ტაქსები და ვისარგებლებთ მათი სერვისით. ეჭვი მაქვს თეთრ ტაქსზე უფრო იაფიც იქნება.

ამის რეგულაციასაც თუ შეეცდებიან და საბჭოთა კავშირში გაზრდილმა ხალხმა რეგულაციების გვერდის ავლის მეტი რა ვიცით? სულ არ ეწერა არაფერი მანქანებს, მაგრამ მშვენივრად და ლამასად ტაქსაობდნენ. მოდი და გაიგე ახლა, კლიენტი უზის კერძო მანქანის მძღოლს თუ რომელიმე ნაცნობ-ახლობელი”, – წერს დავით ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა რუგლაცია, რომლის მიხედვითაც პირველი კატეგორიის ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად