ზურაბიშვილი: სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა, ჩვენი ტერიტორიული სუვერენიტეტის ხელყოფაა!

ასე ეხმაურება რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმას და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, აუცილებელია პარტნიორ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობა და პრეზიდენტობის შემთხვევაში აპირებს ამერიკელ პარტნიორებთან და ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან მუშაობას.

“სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი ტერიტორიულ სუვერენობის ხელყოფისა! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი ! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთნ ჩვენ პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად . ამ მიმართულებით პრეზიდენტის ფნქციაში მოსვლისთანავე შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან”, – წერს სალომე ზურაბიშვილი Facebook-ში.

კომენტარები
იტვირთება...