ზურაბიშვილი შეწყალების საქმეზე: რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში დაბარებული?

არა, რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იყო თუ არა პრეზიდენტი პროკურატურაში გამოკითხვაზე, ან აპირებს თუ არა ის უწყებაში მისვლას.

შეგახსენებთ, მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად