A1 ბანერი

ზურაბიშვილი: საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირისკენ სვლა არავის წინააღმდეგაა მიმართული

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ნატო-ს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, უაღრესად დადებითია.

“ჩემი ვიზიტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან , გენერალური მდივნისგან, სამხედრო ხელმძღვანელობისგან, საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ მაღალი შეფასებები მოვისმინე.

საქართველოში ჩატარებულმა სამხედრო თუ პოლიტიკურმა რეფორმირება მაღალი შეფასება მიიღო.

აქვე მინდა დავძინო, ჩვენი სვლა ნატო-სა და ევროკავშირისკენ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. არც რაიმე აგრესიულ მიზნებს ისახავს მიზნად, სუვერენული ქვეყნის სუვერენული უფლებაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და თავდაცვის გამყარებისათვის მოკავშირეები თავისუფლად აირჩიოს.

ეს არჩევანი ვერ იქნება გამოყენებული მუქარის საფუძვლად და გათვალისწინებული ჩვენს დაშინებასა და გეზის შეცვლაზე.

ხომ ნათელია რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის, ზეწოლის, მუქარის, ოკუპაციის მიუხედავად საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის , დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების, საკუთარი გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...