ზურაბიშვილი: სახელმწიფომ უნდა აგრძნობინოს საპატრიარქოს, რომ კარანტინი არის ყველასთვის

“შერჩევითი კარანტინი პირველად გავიგე”-ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ზურაბიშვილმა ‘ფორმულასთან” საუბრისას განაცხადა.

„მართლამადიდებლური ეკლესია არის პრაქტიკულად ერთადერთი, რომელიც ძალიან ჯიუტად არ ექვემდებარება კარანტინის, საგანგებო მდგომარეობის წესებს, რომელიც ყველას გვეხება. გამიგია შერჩევითი მართლმსაჯულება და შერჩევითი სამართალი, მაგრამ შერჩევითი კარანტინი პირველად გავიგე. სახელმწიფომ მკაფიოდ და ცალსახად უნდა აგრძნობინოს საპატრიარქოსაც, რომ კარანტინი არის ყველასთვის“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად