ზურაბიშვილი: როგორც პრეზიდენტის, ჩემი საქმე არ არის, პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე

დღეს, როგორც პრეზიდენტის, ჩემი საქმე არ არის, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე. მე შემიძლია ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.

“მე ჩემი აზრი ამ საკითხზე ვთქვი, ვიდრე პრეზიდენტი გავხდებოდი. დღეს, ჩემი, როგორც პრეზიდენტის საქმე არ არის, რომ პოლიტიკური შეფასებები გავაკეთო, თუნდაც წინა ხელისუფლებაზე. მე შემიძლია იმაზე ვილაპარაკო, რაც მე არ უნდა გავაკეთო, მაგრამ თუ ძალიან დაგვაინტერესა ჩვენ, არც ჰააგაში და არც არსად ეს საკითხი არის ჩვენი შიდა საკითხი, რომელზედაც ალბათ მოვა დრო და შეიქმნება შიდა კომისია.

ისტორიკოსები დასხდებიან და საზოგადოება იმსჯელებს, მაგრამ ის, რაც გუშინ ვთქვი ამ საკითხზე, არის ყველზე მნიშვნელოვანი, რომ ომი თუ გახდა ჩვენი კიდევ ერთხელ დაყოფის, გახლეჩის საკითხი, მაშინ ამით ჩვენ საქართველოს ყველა მტერს, ვინც დღეს პროვოკაციაზე მიდის, პროვოკაციულ კითხვებზე, პროვოკაციულ ქმედებებზე, გარე მტრებთან ერთად ის ქმნის ხვალინდელ საფრთხეს ამ ქვეყნისთვის. ამიტომ ამაზე უნდა დაფიქრდეთ, ჩვენ გვჭირდება გაერთიანება და არა ერთმანეთთან დაპირისპირება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად