ზურაბიშვილი: რეგიონები არ უნდა იყოს ჩამოკიდებული მხოლოდ თბილისზე

NULL

ვანის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, იმერეთში შეხვედრებს განაგძობს, სალომე ზურავიშვილი ხონის კულტურის ცენტრში ამომრჩეველს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა რომ მისი ერადერთი მიზანია საქმის კეთება, ზურაბიშვილის თქმით ის დიდ ყურადღებას დაუთმობს რეგიონების განვითარებას.

“ვიცი რომ ეს საქმე იქნება რთული, სოციალური ფონი არის ძალიან მძიმე. მე მოვიარე ყველა რეგიონი და ვიცი რა მდგომარეობაშია ქვეყანა, მაგრამ მეტი მაქვს სანახავი და მოსასმენი და სწორედ ამიტომ მოვდივარ. ყველაზე დიდი ნაწილი თბილისში აღარ ვიქნები თუ არა ბოლო ორი თუ სამი დღე, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისთვის რეგიონების ძლიერიება.

რეგიონების განვითარების გარეშე საქართველო ვერ განვითარდება, ევროპა ისე ვერ გავხდებით. აუცილებელია რეგიონები განვავითაროთ ეკონომიურად და საჭიროა ყველა რეგიონს ქონდეს განვითარების სტრატეგია და არ იყოს ჩამოკიდებული მხოლოდ თბილისზე”-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...